ბრუკლინი, კევინ დურანტი
Aa
Aa

გადაწყდა - დურანტი ბრუკლინში რჩება

NBA-ს სეზონის დაწყების წინ, აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები, რომ კევინ დურანტი „ბრუკლინს“ დატოვებდა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებდა. დღეს კი გამოცემა ESPN-მა „ნეტსის“ გენერალური დირექტორის შონ მარკსის სიტყვები გაავრცელა.

შონ მარკი:

„“ბრუკლინის“ ხელმძღვანელობასთან ერთად დურანტს შევხვდი. ჩვენ შევთანხმდით, რომ პარტნიორობა გაგრძელდება. ჩვენ ფოკუსირებული მხოლოდ კალათბურთზე ვართ. უპირველესი მიზანი ის არის, რომ ავაშენოთ ისეთი ფრენჩაიზი, რომელიც „ბრუკლინს“ ჩემპიონობას მოუტანს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს კევინმა გაცვლა მოითხოვა და მისი „ნეტსიდან“ წასვლა საკმაოდ რეალური იყო. დურანტმა იგივე ამ თვის დასაწყისშიც გაიმეორა, თუმცა, როგორც ხედავთ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ასევე გეტყვით, ამერიკელი ვარსკვლავი „ბრუკლინში“ 2019 წლიდან გამოდის. იქამდე კი „ოკლაჰომას“ და „გოლდენ სტეიტის“ ღირსებას იცავდა. დურანტი 2017 და 2018 წელს NBA-ს ჩემპიონი „უორიორსთან“ ერთად გახდა თანაც ისე, რომ ფინალების MVP-ის ტიტულიც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები „გასართობად“ გადაიღეს - დეტალები სასამართლო პროცესიდან
კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები „გასართობად“ გადაიღეს - დეტალები სასამართლო პროცესიდან