მარსელი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

“მარსელში წავიდეს, ლიგაზეა გუნდი“ - ნასრიმ რონალდუს დასცინა

არ წყდება საუბარი კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით. პორტუგალიელი ვარსკვლავი საკუთარმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა არაერთ ევროპულ გრანდს შესთავაზა, თუმცა მისი გადაბირება არავის მოუნდა. უკანასკნელი ცნობებით რონალდუს „დორტმუნდის“ და „სპორტინგის“ ვარიანტი აქვს.

ამასთან დაკავშირებით, ყოფილმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ თავისი იუმორ ნარევი მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა ნასრიმ?

„მისთვის გამოსავალი მაქვს. მას შეუძლია კონტრაქტი გაწყვიტოს და სათამაშოდ „მარსელში“ წავიდეს. ფრანგები მას გარკვეულ თანხას გადაუხდიან და ყველაზე სასიამოვნო ის გახლავთ, რომ „მარსელი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ეს კი კრიშტიანუსთვის პრიორიტეტია. ვფიქრობ, რონალდუს და ალექსის სანჩესის დუეტი ბრწყინვალე იქნება.“

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში ერიკ ტენ ჰაგმა ვეტერანი პორტუგალიელი „ლივერპულის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ამ ფაქტმა კი რონალდუს მომავლის შესახებ ცნობები კიდევ უფრო მეტად გაამრავლა.

ასევე გეტყვით, აგვისტოს დასაწყისში, კრიშტიანუმ თავად მოითხოვა გუნდიდან გაშვება. როგორც უკვე მოგახსენეთ, მისი პრიორიტეტი იმ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შვაინშტაიგერი: “მანჩესტერი ასე არ უნდა თამაშობდეს, ლივერპული უკეთესი იყო“
შვაინშტაიგერი: “მანჩესტერი ასე არ უნდა თამაშობდეს, ლივერპული უკეთესი იყო“