,,1 წლით ადრე ხვიჩას დამატება შემომთავაზეს “ - ჯენოას ექს-პრეზიდენტი ქართველს აქებს
''ჯენოას'' ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოსიმ, რომელიც ამჟამად ფეხბურთში არ მოღვაწეობს, ხვიჩას კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლის ზაფხულში, გასული სეზონის დაწყებამდე კვარაცხელიას დამატება შესთავაზეს, თუმცა უცნობია, რატომ არ შედგა გარიგება.
''ფეხბურთი არ მენატრება, ვისვენებ. რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, მე მომწონს ''ნაპოლის'' შენაძენი კვარაცხელია, რომლის დამატება 2021 წლის ზაფხულში, ''ჯენოას'' პრეზიდენტობისას შემომთავაზეს. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ვფიქრობ, მან მისი შესაძლებლობები დაამტკიცა''.
კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა, რაც დაუჯერებლად ბრწყინვალე სტარტია სერია ა-ს დებიუტანტისთვის.
მესამე ტურში ''ნაპოლი'' ''ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, „მონცასთან“ მატჩის შემდეგ, ხვიჩა იტალიელმა ჟურნალისტებმა შეაქეს და პაოლო ბარგიჯამ განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ ქომაგების ადგილას, ძეგლს დაუდგამდა მათ, ვინც კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გაჩარხა, მარიო სკონჩერტიმ კი დასძინა, რომ „კვარა“ ჯიჯი მერონის ახსენებს.