ლივერპული, იურგენ კლოპი
Aa
Aa

ანალიზი - რა სჭირს ლივერპულს?

„ლივერპული“ გასული სეზონის აჩრდილია. კლოპის შეგირდები ახალბედა ჯარისკაცებს ჰგვანან, რომლებსაც გამოცდილი მთავარსარდალი სჭირდებათ. „იუნაიტედთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, მერსისაიდელთა ქომაგები გუნდის მიმართ უარყოფითად განეწყვნენ, თანაც ეს იმ დროს, როდესაც „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრები სიმღერით და ოვაციებით გავიდნენ სტადიონიდან.

საპრესკონფერენციო დარბაზში გერმანელი სპეციალისტი სახე ყველაფერზე მეტყველებდა. მას ერთხელაც კი არ გაღიმებია და ზედმეტად მკაცრი ტონით საუბრობდა. ერიკ ტენ ჰაგის თვალები კი ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ.

„მანჩესტერი“ ოდნავ წამოიწია, ხოლო „ლივერპული“ დაეცა..

სეზონი პირველი სამი მატჩი და ნული მოგება. „ფულემთან“ დაკარგული ქულები გახსნით მატჩს დაბრალდა, „კრისტალ პალასთან“ კი გარემო პირობებს. აი „იუნაიტედთან“ წაგება კი მეტად შემაშფოთებელია.

ბოლო წლების განმავლობაში ეს „ლივერპულის“ ყველაზე ცუდი დასაწყისია. ბანალურ მიზეზებს ვხვდებით. მაგალითად: აგვისტოა, ცხელა და ა.შ. მაგრამ დაკარგული ქულები ბადებს კითხვას, თუ რამდენად შეძლებს კლოპის გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას. ფაქტია მერსისაიდში რაღაც რიგზე ვერ არის..

ტრავმები

კაომინ კელეჰერი, კალვინ რემსი, იბრაჰიმა კონატე, ჟოელ მატიპი, კურტის ჯონსი, ტიაგო ალკანტარა, ჩემბერლენი, ნაბი კეიტა, გორდონი, ჟოტა..

თითქოს ცუდ გუნდს არ ჰგავს არა? პრემიერ ლიგის გუნდების დასამარცხებლად საკმარისად კარგია, თუმცა ესენი არიან „ლივერპულის“ ის ფეხბურთელები, რომლებსაც ტრავმა აქვთ და მოვლენებს გარედან უყურებენ..

ჩამონათვალში არ არის დარვინ ნუნიესი, რომელსაც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და ეს მხოლოდ თავისი ბრალია. კლოპი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ რეალურად ახლა ის იმედგაცრუებულია.

„მანჩესტერის“ წინააღმდეგ განსაკუთრებით ალკანტარას არყოფნა იგრძნობოდა. როდესაც ესპანელი ფორმაშია, გუნდის რიტმს და ტემპს ადგენს. აქვს შესანიშნავი კრეატივი და პასების დიაპაზონი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი გუნდის დაცვის გარღვევა არის შესაძლებელი.

არც ჟოტა იყო, არც ნუნიესი.. ფირმინო კი საუკეთესო ფორმისგან შორს არის. სიტუაციის გამოსასწორებლად კლოპმა მინდორზე 19 წლის ფაბიო კარვალიო შეუშვა, რომელსაც არაფერი გამოუვიდა და ნერვიულობა აშკარად ეტყობოდა. ჟოტა და ჯონსი ვარჯიშს თვის ბოლოს განაახლებენ. კეიტა, ტიაგო, მატიპი და კონატე მინიმუმ სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ იქნებიან. ჩემბერლენი კი უფრო დიდ ხანს..

ამასობაში, კლოპმა თითები უნდა გადააჯვარედინოს და ილოცოს, რომ სხვებმა ტრავმები არ მიიღონ..

ნელი დასაწყისი

გენიოსობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ თუ საფეხბურთო მატჩის მოგება გინდა მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი თავდამსხმელით არ უნდა შეუტიო. ასეთი ცუდი დასაწყისი საგანგაშოა. „ფულემთან“ შეხვედრის შემდეგ, იურგენმა თავის ფეხბურთელებს საქმისადმი მიდგომა დაუწუნა.

გერმანელი სპეციალისტი „მანჩესტერთან“ მარცხის შემდეგ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მსგავსი პრობლემა აღარ არსებობს, თუმცა ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. „ლივერპულის“ ფეხბურთელები ბევრს არ იბრძოდნენ და მასპინძელთა სწრაფ შეტევებს ინტენსიურად ვერ უმკლავდებოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. შაბათს „ლივერპული“ „ბორნმუთს“ ხვდება და გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გადამწყვეტი ფეხბურთელი

ტრავმების, კრიზისის და ცუდი სატრანსფერო პოლიტიკის ფონზე, ვერავინ ამჩნევს, რომ „ლივერპულის“ ვარსკვლავები არც ისე დამაჯერებლად თამაშობენ. მაგალითად ვირჯილ ვან დაიკი საკუთარ თავს არ ჰგავდა. „ფულემთან“ მატჩის შემდეგ კი ალექსანდრ-არნოლდი საუკეთესო ფორმისგან შორს არის. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტები წინა სეზონშიც ყოფილა, მაგრამ მათ ფეერიულ თამაშს თავდასხმის ხაზი აბალანსებდა.

გულშემატკივრები ტრანსფერებს ითხოვენ და რა თქმა უნდა, ეს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, მაგრამ პირველ რიგში კლოპმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები უნდა დაიბრუნოს. სხვანაირად წარმოუდგენელია..

მანეს დანაკლისი

როდესაც თქვენი წარმატების დიდი ნაწილი აგებულია ძირითადი მოთამაშეების კონკრეტული ჯგუფის ბრწყინვალე, უნიკალური უნარების ირგვლივ, ძალიან რთული უნდა იყოს ხელახალი რეაბილიტაცია, როდესაც ამ ჯგუფს ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს. მანეს წასვლით გამოწვეული დანაკლისი არ შეივსო და თავად სენეგალელი „ბაიერნში“ ბრწყინვალედ გამოიყურება.

მანეს დინამიზმის, ფიზიკურობისა და მენტალიტეტის შერწყმამ თითქმის შეუძლებელი გახადა მისი უშუალო ჩანაცვლება, ამიტომ ლივერპულმა აირჩია სხვა გზაზე გადასვლა, რომელსაც დარვინ ნუნიესის „9 ნომერზე“ დაყენება ჰქვია.

წესით, ურუგვაელმა „ლივერპულში“ თავი მარტივად უნდა დაიმკვიდროს, რადგან ის რეალურად კარგი ფეხბურთელია და გაუმჯობესების შესაძლებლობაც აქვს, მაგრამ მისი დაუფიქრებელი ქმედება „კრისტალ პალსის“ წინააღმდეგ საშინელება იყო. ამით იურგენ კლოპი შემადგენლობის არჩევისას შეიბოჭა.

ზოგადი განწყობა

ზოგჯერ ამას უბრალოდ გრძნობ. გრძნობ, რომ რაღაც სწორად არ კეთდება და რაღაც ხელს გიშლის. გუნდი ყველანაირ ზღვარზეა მისული.. ამ მომენტში „ლივერპულში“ სწორედ ასეთი გრძნობა სუფევს. წლების მანძილზე მერსისაიდულ გრანდში ბედნიერება სუფევდა, მაგრამ ახლა ასე არ არის. ფეხბურთელები მოედანზე კამათობენ, კლოპმა კი ფეხბურთელების გაკრიტიკება დაიწყო.. სისტემა ასე არ მუშაობს..

გულშემატკივრებიც შეშფოთებულები არიან, რადგან ისინი ნათლად იაზრებენ, რომ შესაძლოა ეპოქა დასრულდეს და „მანჩესტერ სიტის“ კონკურენცია ვეღარ გაუწიონ. ამას ისიც ემატება, რომ სხვა გუნდები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და კონკურენცია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

უპირველესყოვლისა, „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის მომავალ ტურში გამარჯვება სჭირდება, მაგრამ კლოპის შეგირდებმა ეს დამაჯერებლად უნდა გააკეთონ. დამაჯერებელი გამარჯვება ასევე გულშემატკივრებსაც ძალიან სჭირდებათ..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რედონდო, მაკელელე, ალონსო, კაზემირო.. - შეცდომა, რომელიც განმეორდა?
რედონდო, მაკელელე, ალონსო, კაზემირო.. - შეცდომა, რომელიც განმეორდა?