ზედიზედ მეორედ - კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურშია
„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთხელ მოხვდა. 21 წლის შემტევი Goal Italia-მ ზედიზედ მეორედ გამოარჩია და იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.
Kvaratskhelia, Kim e Anguissa ????
— GOAL Italia (@GoalItalia) August 23, 2022
Un Berardi da applausi ????
Bennacer ????
La Top 11 della 2ª giornata di Serie A ???? pic.twitter.com/wVscRCyggz
„კვარას“ გარდა, Goal-ის რჩეულთა შორის მარკო სილვესტრი (უდინეზე), კრის სმოლინგი (რომა), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), არდიან ისმაილი (ემპოლი), ისმაელ ბენასერი (მილანი), ზამბო ანგისა (ნაპოლი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), რუსლან მალინოვსკი (ატალანტა) და ლაუტარო მარტინესი (ინტერი) მოხვდნენ.
გეტყვით იმასაც, რომ კვარაცხელია ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალებმა, Whoscored-მა და Sofascore-მაც გამოარჩიეს და სიმბოლურში შეიყვანეს. Whoscored-მა ხვიჩას ასპარეზობა 8.0 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მა 8.1 დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ „მონცასთან“ მატჩის შემდეგ, ხვიჩა იტალიელმა ჟურნალისტებმა შეაქეს და პაოლო ბარგიჯამ განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ ქომაგების ადგილას, ძეგლს დაუდგამდა მათ, ვინც კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გაჩარხა, მარიო სკონჩერტიმ კი დასძინა, რომ „კვარა“ ჯიჯი მერონის ახსენებს.