ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას ისტორიული სტარტი - „ნაპოლის 96-წლიან ისტორიაში ეს არავის გაუკეთებია"

ავტორიტეტულმა La Gazzetta dello Sport-მა საინტერესო სტატისტიკა გაასაჯაროვა, რომელიც „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. იტალიური გამოცემის მიხედვით, „კვარამ“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მისნაირი სტარტი „ნაპოლიში“ არავის ჰქონია.

„ნაპოლის 96-წლიან ისტორიაში არავის გაუკეთებია ის, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. ის პირველი ახალბედაა, რომელმაც პარტენოპეის მაისურით სერია A-ს საწყის 2 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ხვიჩა 21 წლისაა და ქართველი ფეხბურთელი, რომლისთვისაც ეს ორი მატჩი დასავლურ ფეხბურთში ნათლობა იყო, ნაპოლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ეს სტატისტიკა დააფიქსირა.

კარეკადან იგუაინამდე, კავანიდან ჰამშიკამდე და ინსინიემდე. ნეაპოლური კარიერის ასეთი შთამბეჭდავი სტარტი არავის ჰქონია“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „მონცასთან“ მატჩის შემდეგ, ხვიჩა იტალიელმა ჟურნალისტებმა შეაქეს და პაოლო ბარგიჯამ განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ ქომაგების ადგილას, ძეგლს დაუდგამდა მათ, ვინც კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი გაჩარხა, მარიო სკონჩერტიმ კი დასძინა, რომ „კვარა“ ჯიჯი მერონის ახსენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილთან შეჯახების გამო - ძანიოლო 3-4 კვირას გამოტოვებს
ლოჩოშვილთან შეჯახების გამო - ძანიოლო 3-4 კვირას გამოტოვებს