ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი 2 სეტში - ბასილაშვილი უინსტონ-სალემის ტურნირს გამოეთიშა

გამთენიისას, ნიკოლოზ ბასილაშვილმა „უინსტონ-სალემის“ ტურნირზე იასპარეზა, რომლის საპრიზო ფონდი 731 935 დოლარია და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 67-ე ნომერს, ტიაგუ მონტეირუს დაუპირისპირდა და 2 სეტში წააგო.

მატჩი 1 საათსა და 9 წუთს გაგრძელდა და ბრაზილიელი ჩოგბურთელის სერიოზული უპირატესობით ჩაიარა. მე-3 გეიმში მონტეირუმ მეტოქის ჩაწოდება აიღო და ბრეიკით დაწინაურდა. ბასილაშვილს პირველ სეტში მხოლოდ ერთი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საწყისი პარტია 4:6 დათმო.

მეორე სეტში ბრაზილიელი ჩოგბურთელის უპირატესობა შესამჩნევი იყო და ნიკამ მხოლოდ პირველი გეიმი მოიგო. საკუთარი ჩაწოდების აღების შემდეგ, ქართველმა ზედიზედ 6 გეიმი წააგო და მეორე სეტში 1:6 განადგურდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს დიდი ხანია არ მოუგია და ბოლოს 29 ივნისს, „უიმბლდონზე“ იმარჯვა. „უინსტონ-სალემის“ ტურნირამდე, მან ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა, სადაც მაკენზი მაკდონალდთან უშანსოდ დამარცხდა - 0:6, 1:6.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის მაგარი მატჩი რომასთან და Sofascore-ს მაღალი შეფასება
ლოჩოშვილის მაგარი მატჩი რომასთან და Sofascore-ს მაღალი შეფასება