რომა, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, მასიმილიანო ავილა
Aa
Aa

კრემონეზეს მწვრთნელი: “ლოჩოშვილისნაირ მოთამაშეს ვეძებდით"

სერია ა-ს მეორე ტურში „კრემონეზე“ „რომას“ ესტუმრა. შეხვედრის დაწყების წინ, ქართველი ქომაგებისთვის შესანიშნავი ამბავი გახდა ცნობილი. მასიმილიანომ ძირითად შემადგენლობაში ახალწვეული ლუკა ლოჩოშვილი დააყენა, რომელსაც შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და მწვრთნელის იმედები გაამართლა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება „ჯალოროსის“ დარჩა(1:0).

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალვინიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ლუკა ლოჩოშვილზე.

ალვინი:

„ლუკა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენ სწორედ მისნაირ მოთამაშეს ვეძებდით. გვინდოდა, რომ მას „ოლიმპიკოზე“ დიბალას წინააღმდეგ ეთამაშა. ლოჩოშვილმა დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა. მისი ხარისხი დღითიდღე უმჯობესდება. ჩვენ მისით ძალიან კმაყოფილები ვართ, ისევე როგორც ყველა იმ მოთამაშით, რომლებიც ამჟამად „კრემონეზეში“ თამაშობენ".

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს, ერთ-ერთ ეპიზოდში ნიკოლო ძანიოლო „კრემონეზეს“ მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და რომ არა ლოჩოშვილი, გოლსაც გაიტანდა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე ვარდნით ბურთი გადააგდო და სიტუაცია განმუხტა.

მეორე ტაიმის 68-ე წუთზე, ქართველი უკანახაზელი შეტევაში გადავიდა და შორი მანძილიდან ყუმბარისებული დარტყმა განახორციელა, რომელიც პირდაპირ კარში წავიდა, მაგრამ რომაელთა კარის დარაჯი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

ლუკას სტატისტიკა „რომასთან“

85 წუთი, 1 ჩაჭრა, 1 დაბლოკვა, 1 ზუსტი დრიბლინგის მცდელობა, 10-დან 7 მოგებული დუელი, 1-დან 1 საჰაერო მოგებული დუელი, 7-ჯერ დაკარგა პოზიცია, 2-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო ერთხელ მასზე დაჯარიმდნენ. ჯამში კი ქართველი ფეხბურთელი ბურთს 54-ჯერ შეეხო. საერთო ჯამში გამოცემა Sofascore-მა ლოჩოშვილს 7.6 შეფასება დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 თვეს გამოტოვებს - ვაინალდუმმა მძიმე ტრავმა მიიღო
3 თვეს გამოტოვებს - ვაინალდუმმა მძიმე ტრავმა მიიღო