ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ვარსკვლავი ხდება“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ახალგაზრდა შემტევზე ისაუბრა. სიომინმა კვარაცხელია შეაქო და განაცხადა, რომ იგი ნელ-ნელა „პარტენოპეის“ ვარსკვლავი ხდება.

„ხვიჩას ასეთ გახსნას მივაწერ იმას, რომ იგი თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო და საკუთარ ტალანტს სწორად იყენებს. კვარაცხელია შრომისმოყვარეა და თავის ძლიერ თვისებებზე თამაშობს. უმთავრესი კი ისაა, რომ შანსებს საუკეთესოდ იყენებს და ფეხბურთი ძალიან უყვარს.

ნაპოლიში გადასვლა სწორი არჩევანი იყო და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მას მშვენივრად იცნობს. მან იგი ლორენცო ინსინიეს შემცვლელად აიყვანა. ხვიჩას ძირითად შემადგენლობაში ადგილი მიანდეს, ის კი საკუთარი თავის კარგად წარმოჩენას განაგრძობს და ნაპოლის ვარსკვლავი ხდება. ხვიჩას მამა ყოფილი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ზედმეტების უფლებას არ მისცემს. და, როგორც უკვე ვთქვი, მას ფეხბურთი და ვარჯიში ისე უყვარს, რომ პროგრესირებას აუცილებლად გააგრძელებს. ამაში ეჭვი არ მეპარება“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემდეგ, კვარაცხელია „ნაპოლის“ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო იტალიის ჩემპიონატის საწყის ორ შეხვედრაში თავი გამოიჩინა. „პარტენოპეის“ მაისურით მსგავსი რამ მხოლოდ ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონსა და ლორენცო ტონელის გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ნახევრად ფეხბურთელის გამო აღფრთოვანებული არიან“ - იუვეს ფანები ხვიჩას წინააღმდეგ
„ამ ნახევრად ფეხბურთელის გამო აღფრთოვანებული არიან“ - იუვეს ფანები ხვიჩას წინააღმდეგ