„ამ ნახევრად ფეხბურთელის გამო აღფრთოვანებული არიან“ - იუვეს ფანები ხვიჩას წინააღმდეგ
„ნაპოლისა“ და „მონცას“ მატჩის შემდეგ, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა. სკირამ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ ყოფილი სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი მის გადაბირებასთან ახლოს იყო, მაგრამ საკადრო ცვლილებების გამო, რომელთა შემდეგაც კლუბის დატოვება მოუწია, არაფერი გამოუვიდა.
სკირას პოსტს „ბებერი ქალბატონის“ ქომაგებისა და „ნაპოლის“ გულშემატკივრების დაპირისპირება მოჰყვა და ტურინელებმა კვარაცხელია გააკრიტიკეს.
„სამი გოლი გაიტანა და უკვე ფენომენია?"
„ნეაპოლელთათვის ყველა ფენომენია. მინდა, ვნახო კვარაცხელია ჩემი იუვენტუსის წინააღმდეგ რას იზამს“.
„როცა იუვესთან ითამაშებს, ზუსტი დარტყმაც არ ექნება“.
„ნეაპოლში ამ ნახევრად ფეხბურთელის გამო უკვე აღფრთოვანებული არიან“.
„კიეზა და დი მარია საერთოდ სხვა დონეზე იმყოფებიან, ვიდრე უცნობი კვარაცხელია“.
„მისი სახელის წარმოთქმა არ შემიძლია. მათ ჰგონიათ, რომ ახალი ლეაუ ჰყავთ“.
„კვირას, ფლორენციაში, კვარაცხელიას პირველი იმედგაცრუება ექნება“.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემდეგ, კვარაცხელია „ნაპოლის“ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო იტალიის ჩემპიონატის საწყის ორ შეხვედრაში თავი გამოიჩინა. „პარტენოპეის“ მაისურით მსგავსი რამ მხოლოდ ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონსა და ლორენცო ტონელის გაუკეთებიათ.