ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ჯიჯი მერონის მახსენებს, ძეგლს დავუდგამდი მათ, ვინც გადმოიყვანა“ - იტალიელები ხვიჩაზე

„მონცასთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მის ასპარეზობას რამდენიმე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი გამოეხმაურა.

რიკარდო ტრევიზანი: „ლორენცო ინსინიე წავიდა და მის ნაცვლად მოსულმა ფეხბურთელმა 2 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ერთი მათგანი კი დანარჩენებზე ბევრად ლამაზი იყო. უსწრაფესი ფეხბურთელი და ფანტასტიკური შენაძენი. ვულოცავ ნაპოლის მის იტალიაში გადაყვანას და ვულოცავ სპალეტის, რადგან მას კარგად წვრთნის“.

პაოლო ბარგიჯა: „ინსინიეს შემცვლელად კვარაცხელიას შეძენის გამო ნეაპოლში ბევრი რამ ითქვა. მე ცენტრალურ მოედანზე ძეგლს დავუდგამდი მათ, ვინც ეს ფეხბურთელი ნაპოლიში გადმოიყვანა“.

მარიო სკონჩერტი: „კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია, რომელიც თავისი მოძრაობებით ჯიჯი მერონის მახსენებს“.

რიკარდო კუჩკი: „ჯერჯერობით კვარაცხელია სერია A-ს ამ სეზონის საუკეთესო შენაძენია. მილოცვები ნაპოლის“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემდეგ, კვარაცხელია „ნაპოლის“ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სადებიუტო იტალიის ჩემპიონატის საწყის ორ შეხვედრაში თავი გამოიჩინა. „პარტენოპეის“ მაისურით მსგავსი რამ მხოლოდ ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონსა და ლორენცო ტონელის გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ჯერ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს, მეტი შეუძლია“ - სპალეტი კვარაცხელიაზე
,,ჯერ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს, მეტი შეუძლია“ - სპალეტი კვარაცხელიაზე