ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

KVARASTELLA - ხვიჩა Corriere dello Sport-ის გარეკანზე

სერია A-ს მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მონცას“ დაუპირისპირდა. ქართველმა ფეხბურთელმა „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და „პარტენოპეის“ ქომაგები დუბლით გაახარა. იტალიურ პრესაში „კვარას“ ასპარეზობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და Corriere dello Sport-ის დღევანდელი ნომრის გარეკანზე სწორედ ხვიჩას ვხედავთ.

„KVARASTELLA (კვარავარსკვლავი). ქართველი ნაპოლის ახალი სინათლეა. დუბლი და განადგურებული მონცა (4-0). კვარაცხელია სტადიო მარადონაზე გამოჩნდა“, - წერს Corriere dello Sport-ი.

Corriere dello Sport-ის გარდა, „კვარას“ La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელი ნომრის გარეკანზეც ვხედავთ. „ნაპოლის ვარსკვლავი. რა ტრანსფერია კვარაცხელია”, - აცხადებს ავტორიტეტული იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემდეგ, კვარაცხელია „ნაპოლის“ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო ორ შეხვედრაში თავი გამოიჩინა. „პარტენოპეის“ მაისურით მსგავსი რამ მხოლოდ ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონსა და ლორენცო ტონელის გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,სრულყოფილი ფეხბურთელის წარმოუდგენელი სტარტი“ - იტალიური მედია ხვიჩაზე
,,სრულყოფილი ფეხბურთელის წარმოუდგენელი სტარტი“ - იტალიური მედია ხვიჩაზე