ბარნლი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე ბარნლიში? - ტრანსფერით პირადად ვინსენ კომპანი ინტერესდება

ბრიტანული მედია ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ბარნლის“ გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურს. „ჯვაროსნების“ შემტევით კონკრეტულად ვინსენ კომპანი ინტერესდება და მზად არის მის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მოგეხსენებათ, მიქაუტაძემ ბოლო 2 სეზონი იჯარის წესით „სერენში“ გაატარა, სადაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და „მეცმა“ ამ სეზონში სათამაშოდ სხვაგან აღარ გაუშვა. ქართველი ფეხბურთელი ამჟამინდელ კლუბში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

გიორგიმ 4 ჩატარებულ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ვინსენ კომპანის ძალიან სწრაფად სურს ტრანსფერის განხორციელება.

„ამ მომენტისთვის სატრანსფერო ფანჯარაზე საერთოდ არ ვაქტიურობთ და ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს“

- განაცხადა კომპანიმ

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, „ბარნლის“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,თანამედროვე ფორვარდის თვისებები არ ჰქონდა“ - შეფერი მიქაუტაძეზე
,,თანამედროვე ფორვარდის თვისებები არ ჰქონდა“ - შეფერი მიქაუტაძეზე