დაჩი დოლიძის წარმატება - ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე
გერმანიის ქალაქ მიუნხენში სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც იუნიორებში მონაწილეობა ქართველმა დაჩი დოლიძემ მიიღო.
ახალგაზრდა ნიჭიერმა ტანმოვარჯიშემ საკუთარი ქვეყანა ასახელა, შესანიშნავად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დოლიძეზე უკეთესი შედეგი ჰამლეტ მანუკიანმა და რიკარდო ვილამ დააფიქსირეს.
ცნობისთვის, იტალიის წარმომადგენელმა ვილამ ოქროს მედალი იყო, ხოლო სომეხმა მანუკიანმა ვერცხლი.