ტაისონ ფიური, ოლეკსანდრ უსიკი
Aa
Aa

„ან ფიური ან არავინ" - უსიკმა ფიური გამოიწვია და თანხმობაც მიიღო

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ოლეკსანდრ უსიკმა ენტონი ჯოშუა დაამარცხა. მატჩრევანში შედგა და უკრაინელმა ტიტულის დაცვა შეძლო.

ბრძოლის შემდეგ, მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. უსიკმა კომენტარი გააკეთა და ლეგენდარული ტაისონ ფიური გამოიწვია, რომელსაც კარიერა დასრულებული აქვს.

„ამ ბრძოლას ვუძღვნი ჩემს ქვეყანას, უკრაინას, ჩემს ოჯახს, ჩემს გუნდს. ეს უკვე ისტორიაა.

ბევრი თაობის წარმომადგენელი უყურებს ამ ბრძოლას, განსაკუთრებით იმ რაუნდს, სადაც ძალიან მაგრად მირტყამდნენ, მაგრამ გადავრჩი და ბრძოლა შემოვატრიალე, მადლობა ღმერთს.

დარწმუნებული ვარ, რომ ის (ფიური) ჯერ არ წასულა, დარწმუნებული ვარ, რომ მას სურს ჩემთან ბრძოლა. და მე მინდა მასთან ბრძოლა. ან ტაისონ ფიურის შევებრძოლები ან საერთოდ არ ვიბრძოლებ“.

საინტერესო და სასიამოვნოა, რომ უსიკს პასუხი არ დაუგვიანა ფიურიმ, რომელმაც გამოწვევა მიიღო!

„ორივე მათგანი ნაგავი იყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სატიტულო ბრძოლა მძიმე წონაში, რაც კი ოდესმე მინახავს.

ეს იყო სიგიჟე, ეს იყო ნაგავი. ამოიღეთ თქვენი ჩეკის წიგნაკი. Gypsy King-ი აქ არის სამუდამოდ აქ იქნება“

- თქვა ფიურიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: “ხაბიბს პატივს ვცემ, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია!“
დვალიშვილი: “ხაბიბს პატივს ვცემ, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია!“