დამაჯერებლად - მერაბ დვალიშვილმა ჟოზე ალდო დაამარცხა
გამთენიისას UFC-ში საინტერესო ბრძოლები შედგა, რომელთაგან ქართველ ქომაგებში რა თქმა უნდა, მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა.
მერაბმა UFC-ში თავისი მე-10 ბრძოლა ჩაატარა და 36 წლის ლეგენდარული ბრაზილიელი ჟოზე ალდო დაამარცხა.
ბრძოლა 3 რაუნდს გაგრძელდა და დვალიშვილის უპირატესობა აშკარა იყო. მერაბისთვის ეს მე-8 გამარჯვება გახლავთ.
არბიტრების გადაწყვეტილება ასეთი იყო - 29-28, 29-28, 30-27 დვალიშვილის სასარგებლოდ.
Nothing but respect between Aldo and Dvalishvili ???? #UFC278 pic.twitter.com/kc7JTbp11H
— ESPN MMA (@espnmma) August 21, 2022
შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. მერაბთან ბრძოლამდე ალდოს ზედიზედ 3 მოგება ჰქონდა. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.