“შესაძლოა ეს ზეწოლა იყოს“ - სალაჰი მან.სიტისთან ჩამორჩენაზე
2 ტურის შემდეგ, „ლივერპულს“ მხოლოდ 2 ქულა აქვს. მოჰამედ სალაჰი ფიქრობს, რომ მათ „მანჩესტერ სიტისთვის“ კონკურენციის გაწევა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლიათ.
„წითლებმა“ სეზონი ცუდად დაიწყეს. „ფარაონმა“ „ფულემთან“ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ „კრისტალ პალასთან“ ვერაფერს გახდა.
რა თქვა სალაჰმა?
„სეზონი ისე ვერ დავიწყეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ ეს არაუშავს. ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. გულშემატკივრების დიდი არმია გვყავს, რომლებიც ჩვენგან საუკეთესოს მოელიან. წარსულს ვერ შეცვლი.
ასე რომ, მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და შედეგები გამოვასწოროთ. „მანჩესტერ სიტისთან“ ჩამორჩენა შესაძლოა გარკვეულწილად ზეწოლა იყოს, მაგრამ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. ჯერ ყველაფერი წინ არის.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის პრემიერ ლიგა „მანჩესტერ სიტიმ“ 93 ქულით მოიგო, ხოლო „ლივერპული“ 92 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა. იურგენ კლოპის გუნდი „ქალაქელებს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.