მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის საგოლე პასები - მეცმა გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-4 ტურში ''ლავალი'' შინ ''მეცთან'' 1:3 მარცხდებოდა, თუმცა შესვენების შემდეგ ორი გოლი შეაგდო და მატჩი 3:3 დასრულდა.

''მეცის'' ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ სასტარტოში ითამაშა და 2 საგოლე პასი შეასრულა. 21-ე წუთზე მიქაუტაძემ ართმევაზე კარგად ითამაშა, შეტევა ნიანეს გოლით დასრულდა. 35-ე წუთზე მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ მატეი უდოლმა შეაგდო და ანგარიში 1:3 გახდა. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

58-ე წუთზე ''მეცი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. 75-ე წუთზე ''ლავალმა'' ანგარიში შეამცირა, მესამე დამატებულ წუთზე კი მესამე გოლი შეაგდო და მატჩი ფრედ დასრულდა. მე-4 დამატებულ წუთზე არბიტრმა მოედნიდან ''მეცის'' კიდევ ერთი ფეხბურთელი გააძევა, მიქაუტაძის გუნდმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.

მიქაუტაძე მე-80 წუთზე შეცვალეს. გასული 4 ტურის შემდეგ მიქაუტაძის აქტივში 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

საწყისი 4 ტურის შემდეგ ''მეცის'', ''ლავალის'', ''ბორდოსა'' და ''გენგამის'' ანგარიშზე 7 ქულაა. ეს გუნდები მე-4 ადგილს იყოფენ. სატურნირო ცხრილს ''კაენი'' 10 ქულით ლიდერობს.

''მეცი'' შემდეგი ტურის მატჩს, 27 აგვისტოს, საკუთარ კედლებში ''დიჟონთან'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე: ,,დონე არ უნდა დავაგდო, ტოპ 5-სთვის მზად ვარ“
ზივზივაძე: ,,დონე არ უნდა დავაგდო, ტოპ 5-სთვის მზად ვარ“