,,შთამბეჭდავი ინტელექტი გამოავლინა“ - კასანო კვარაცხელიაზე
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა:
''კვარაცხელია ბრწყინვალეა. ''ნაპოლის'' თამაში ვნახე, მინდოდა მატჩის შემდეგ მისთვის მესიჯი გამეგზავნა, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა, თამაშები წინაა. მის მოქმედებებში ყველაზე შთამბეჭდავი ის იყო, რომ როცა ბურთი მარჯვენა ფლანგზე იყო, ის მეორე ფორვარდის ფუნქციას ასრულებდა. გოლის ეპიზოდში შთამბეჭდავი ინტელექტი გამოავლინა: მცველის უკან ახტა და დაცვაში არსებული თავისუფალი სივრცე აითვისა''.
სერია ა-ს პირველ ტურში „ვერონას" წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როცა ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების საშუალება მისცა.
„ნაპოლის“ საშინაო არენაზე, სტადიო „დიეგო არმანდო მარადონაზე“ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 21 აგვისტოს არის დაგეგმილი. იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.