კომო
Aa
Aa

„ჩემი ოჯახი მშვიდად იცხოვრებს“- ფაბრეგასმა კომოში გადასვლის მიზეზები ახსნა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთი საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. ცესკ ფაბრეგასი სერია ბ-ს ბინადარ „კომოს“ შეუერთდა. რა თქმა უნდა, ესპანელი ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა, რაზეც ფაბრეგასმა ღიად ისაუბრა.

რა თქვა ფაბრეგასმა?

„“მონცას“ ხელმძღვანელობამ თავისი პროექტი გამაცნო, რომელიც საკმაოდ გლობალური არის. გუნდმა ასევე კლუბის აქციონერობა შემომთავაზა. ამას ისიც ემატება, რომ ულამაზეს ქალაქში ვიცხოვრებ და ფეხბურთს ზედმეტი წნეხის გარეშე ვითამაშებ.

ვფიქრობ, აქ ჩემი ოჯახი მშვიდად იცხოვრებს. ზედმეტი ინტრიგების და დაძაბულობის გარეშე. თანაც, ეს ქალაქი შვეიცარიასთან ძალიან ახლოს არის და ჩემს შვილებს შვეიცარიულ სკოლაში შეეძლებათ განათლების მიღება. სამომავლოდ მწვრთნელობას ვაპირებ და ეს ადგილი ამისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა“

ცნობისთვის, „კომოს“ დირექტორთა საბჭოში „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი დენის ვაისი მუშაობს, რომელსაც ფაბრეგასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. Daily Star-ის ცნობით, ტრანსფერის გაჩარხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ამ ორი ადამიანის მეგობრობაა.

ცნობისთვის, გასულ სეზონში „კომომ“ სერია ბ-ში 38 ტურის შემდეგ, 47 ქულა დააგროვა. 11 მოგება, 14 ფრე და 13 წაგება - ასეთია ფაბრეგასის მომავალი კლუბის სტატისტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინფორმაციებს იპარავს“ - სკანდალი ფაბრიციო რომანოს გარშემო
„ინფორმაციებს იპარავს“ - სკანდალი ფაბრიციო რომანოს გარშემო