ჩავი ერნანდესი, კაზემირო
Aa
Aa

ჩავი კაზემიროზე: რეალისთვის ეს სერიოზული დანაკლისია

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კაზემიროს „რეალიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

ერნანდესი თვლის, რომ მათი მთავარი მეტოქისთვის ეს სერიოზული დანაკლისი იქნება.

„კლუბი იღებს გადაწყვეტილებას და არ ვიცი იქ რა მოხდა, მაგრამ ხდება ისე, რომ სიტუაცია ასე ვითარდება და ფეხბურთელი საბოლოოდ იყიდება.

უდავოდ, ეს ძალიან სერიოზული დანაკლისია მადრიდის რეალისთვის. კაზემირომ კლუბში თითქმის 10 წელი გაატარა. მან ბევრს მიაღწია, მასთან ერთად კლუბმა ბევრი ტიტული მოიგო.

მათ ახალი ფეხბურთელები გაიფორმეს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან ჩვენი საზრუნავიც საკმარისად გვაქვს“,

- განაცხადა ჩავიმ.

კაზემირო მანჩესტერში

როგორც ცნობილი გახდა, „რეალი“ კაზემიროს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს მიიღებს, დამატებით 10 მილიონს კი ბონუსების სახით.

ბრაზილიელი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კაზემირო „ლივერპულთან“ მატჩს გამოტოვებს და „იუნაიტედში“ მისი დებიუტი სავარაუდოდ, 27 აგვისტოს პრემიერ ლიგის მე-4 ტურში „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევილი: გუნდს ახლა ლიდერი სჭირდება, რონალდუს კი წასვლა უნდა
ნევილი: გუნდს ახლა ლიდერი სჭირდება, რონალდუს კი წასვლა უნდა