კაზემირო, ჩაბი ალონსო, ფერნანდო რედონდო, კლოდ მაკელელე
Aa
Aa

რედონდო, მაკელელე, ალონსო, კაზემირო.. - შეცდომა, რომელიც განმეორდა?

მადრიდის „რეალი“ 21-ე საუკუნეში მოულოდნელად საკმაოდ დიდ ფეხბურთელებს ემშვიდობებოდა. მაგალითად ბოლო პერიოდში კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი.. თანაც ეს იმ დროს, როცა მოთამაშეები კარიერის პიკში იყვნენ და კლუბისთვის ფუნდამენტალურ მოთამაშეებად ითვლებოდნენ..

ახლა კი მადრიდული გრანდი განსაკუთრებულ საფრთხეშია. „რეალმა“ კაზემირო გაუშვა და მისი სიცარიელის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება. ბრაზილიელი ფეხბურთელი დაცვას და ნახევარდაცვას ბრწყინვალედ აბალანსებდა და მისი დანაკლისის შევსება წარმოუდგენლად ჩანს.

„სამეფო კლუბის“ ისტორიაში ასეთი ფაქტი არაერთხელ მომხდარა. მაგალითისთვის შეგვიძლია ფერნანდო რედონდოს, კლოდ მაკელელეს და ჩაბი ალონსოს შემთხვევა მოვიყვანოთ. სამივე ფეხბურთელის წასვლით შემდეგ, „რეალის“ ნახევარდაცვაში ყოველთვის არასასიამოვნო პრობლემები წარმოიშვებოდა და გუნდს სპორტულ ასპარეზზე დიდ ზიანს აყენებდა.

რედონდო

2000 წლის 27 ივლისი. ზუსტად 22 წლის წინ მადრიდელებმა რედონდო „მილანში“ გაყიდეს. ეს ფლორენტინო პერესის გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველი უსიამოვნო ნაბიჯი იყო, რომელიც გულშემატკივრებმა ძალიან ცუდად მიიღეს.

რედონდომ მეექვსე და მეშვიდე ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ლორენცო სანსის ხანა დაასრულა. ფერნანდო ღიად ეწინააღმდეგებოდა პერესის დანიშვნას და მის წასვლას სწორედ ამას უკავშირებენ, თუმცა მსგავსი აზრი სხვა ფეხბურთელებმაც დააფიქსირეს, მაგრამ გუნდიდან არავინ წასულა.

მისმა განცხადებამ კი ორაზროვანი სიტუაცია შექმნა:

„პრეზიდენტს ჩემთვის, რომ დაერეკა და დარჩენა ეთხოვა, აუცილებლად დავრჩებოდი“..

რედონდოს ტრანსფერში მიღებული თანხა „ბლანკოსმა“ იმავე ზაფხულში დახარჯა. ფლორენტინო პერესმა კონსეისაო და მაკელელე შეიძინა. ფრანგი ფეხბურთელი „რეალის“ ნახევარდაცვის მთავარი ფიგურა უნდა გამხდარიყო.

მაკელელე 2003 წელი

ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა მადრიდში 3 სეზონი გაატარა. როგორც გაირკვა, მაკელელემ თავი დაუფასებლად იგრძნო და წასვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

„მე დამპირდნენ, რომ ხელფასს გამიზრდიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. გუნდში ბექჰემი მოიყვანეს და მითხრეს, რომ საკმარისი ფინანსები აღარ იყო.“ - განაცხადა მაკელელემ

2003 წელს კლოდი „ჩელსის“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს არც ეს ამბავი გაუხარდათ, მაგრამ პერესმა მაკელელეს გაშვება ფიგუს, ზიდანის და რონალდოს ტრანსფერით დააბალანსა.

დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ პერესმა შეცდომა დაუშვა. მაკელელეს არყოფნამ სპორტულ შედეგებზე იქონია გავლენა და „გალაქტიკოსი“ ვერაფერს იგებდა. ვარსკვლავური შემადგენლობა სრულიად უძლური აღმოჩნდა. ფრანგი ნახევარმცველის ადგილის შესავსებად „რეალმა“ უამრავი ფული დახარჯა, თუმცა უშედეგოდ. ლასანა და მაჰამადუ დიარა, გაგო, გრავესენი, პაბლო და ხავი გარსია, ემერსონი.. ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებსაც კლოდის დანაკლისი უნდა შეევსოთ, მაგრამ ეს არ გამოვიდა..

ჩაბი ალონსო

2009 წელს, ალონსოს ტრანსფერით „რეალმა“ ნახევარდაცვის ჭრილობა დახურა. მადრიდმა საბოლოოდ იპოვა იერარქიის, ლიდერობისა და უზადო ნიჭის მქონე ნახევარმცველი, რომელმაც გუნდი დაუკითხავად გააძლიერა.

ჩაბი 2014 წელს „ბაიერნში“ გაუშვეს და ეს ყველაფერი ტონი კროოსის მოსვლით გადაფარეს, თუმცა ტონი გამოკვეთილი საყრდენი არასდროს ყოფილა და კარლო ანჩელოტის ის სეზონი ჩაუვარდა. სწორედ ამის შემდეგ, სცენაზე გამოვიდა კაზემირო.. დანარჩენი კი უკვე ისტორია..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავადმყოფობა, ქვების სროლა, შანტაჟი - როგორ მოატყუეს მაკელელემ და აგენტმა პერესი?
ავადმყოფობა, ქვების სროლა, შანტაჟი - როგორ მოატყუეს მაკელელემ და აგენტმა პერესი?