მერაბმა წონა დააფიქსირა - ალდომ ქომაგები ცოტა ანერვიულა
MMA-ის მოყვარულები ამ უქმეებზე UFC 278-ს იხილავენ, რომლის მთავარი მოვლენაც კამარუ უსმანისა და ლეონ ედვარდსის დაპირისპირებაა. UFC 278 ქართველი გულშემატკივრებისთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან მერაბ დვალიშვილისა და ლეგენდარული ჟოზე ალდოს ბრძოლაა ჩანიშნული.
⚖️ = 136lbs for Merab Dvalishvili!
— #UFC278 on BT Sport (@btsportufc) August 19, 2022
A potential title shot is on the line if he’s able to defeat Jose Aldo! ????#UFC278 | Saturday | BT Sport 1 pic.twitter.com/349BEvFqCf
დღეს, აწონვის ცერემონია გაიმართა და ორივე მებრძოლმა წონა დააფიქსირა. „მანქანას“ პრობლემები არ შექმნია, რასაც „რიოს მეფეზე“ ვერ ვიტყვით. თავდაპირველ აწონვაზე ბრაზილიელი რამდენიმე გრამით მეტი იყო, რის შემდეგაც საცვლის გარეშე აიწონა, UFC-ის მოთხოვნები დააკმაყოფილა და მისი და მერაბის ბრძოლას საფრთხე არ ემუქრება.
⚖️ = 136lbs for Jose Aldo!
— #UFC278 on BT Sport (@btsportufc) August 19, 2022
The GOAT is back and comes in on a 3 fight-winning streak! ????#UFC278 | Saturday | BT Sport 1 pic.twitter.com/x7akYNrupT
გეტყვით იმასაც, რომ უსმანსა და ედვარდსს წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ შექმნიათ და ერთნაირი წონა დააფიქსირეს. იგივე მოხდა პაულო კოსტასა და ლუკ როკჰოლდის შემთხვევაშიც. ასე რომ, ამ უქმეებზე საინტერესო ბრძოლები გველოდება.
ცნობისთვის, ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება