ნაპოლი ძლიერდება - პარტენოპეიმ ტანგუი ნდომბელე დაიმატა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. „პარტენოპეიმ“ კიდევ ერთი გარიგება დახურა და „ტოტენჰემთან“ ტანგუი ნდომბელეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, რაც რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგი ფეხბურთელი ნეაპოლურ გრანდს იჯარის წესით შეუერთდება. მის სანაცლოდ „დეზები“ 1 მილიონ ევროს მიიღებენ და იჯარა მიმდინარე სეზონის ბოლოს დასრულდება. სურვილის შემთხვევაში, „ნაპოლის“ მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლება.
???? Benvenuto Tanguy! ????
— Official SSC Napoli (@sscnapoli) August 19, 2022
???? #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/fZHG1BCTfA
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფრანგი „დეზებს“ 2019 წელს „ლიონიდან“ შეუერთდა. ნდომბელე „ტოტენჰემში“ მიმდინარე წლის იანვრამდე გაჩერდა და შემდეგ იჯარის წესით ყოფილ კლუბს დაუბრუნდა, თუმცა ის მაინც კონტეს გუნდის საკუთრებაა. ჯამში ნდომბელემ „ტოტენჰემის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 91-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, „კვარას“ „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა 21 აგვისტოს ელის და საკუთარ კედლებში „მონცას“ დაუპირისპირდება.