დიდი ბრძოლის მოლოდინში - ჯოშუა უსიკზე 10 კილოგრამით მძიმეა
საუდის არაბეთში აწონვის ცერემონია გაიმართა და სცენაზე ოლექსანდრ უსიკი და ენტონი ჯოშუა ვიხილეთ. უკრაინელი მოკრივის წონა 100.5 კილოგრამი გახლდათ, ბრიტანელმა კი 110.9 კილოგრამი დააფიქსირა.
Oleksandr Usyk has come in at a career heaviest, while Anthony Joshua has also added weight ahead of Saturday's blockbuster rematch. ????#UsykJoshua2pic.twitter.com/44mXymhSwT
— Sky Sports News (@SkySportsNews) August 19, 2022
საინტერესოა, რომ კრივის ექსპერტთა აზრით, უსიკი შედარებით მძიმე უნდა ყოფილიყო, ვიდრე ჯოშუასთან გამართული პირველი ბრძოლისას, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. უკრაინელი თითქმის იგივე წონაა, რაც პირველი ჩხუბისას იყო.
ჯოშუას რაც შეეხება, ბრიტანელი ოდნავ მძიმეა. პირველი ბრძოლისას იგი 109 კილოგრამი იყო, ახლა კი დაახლოებით ორი კილოგრამით მძიმეა. შეგახსენებთ, რომ ჯოშუა და უსიკი WBA-ის, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრებისთვის იბრძოლებენ და ბუკმეიკერთა აზრით, ფავორიტი ბრიტანელი მებრძოლია.
აწონვის ცერემონიის შემდეგ, „მზერათა დუელიც“ ვიხილეთ, რომელზეც უსიკს მოგვიანებით ჰკითხეს, რა დაინახა ჯოშუას თვალებში, რაზეც ოლექსანდრმა განაცხადა: „ჩემი თავი დავინახე. ვიყავი თუ არა ქამრებით ხელში? ამას მალე ვნახავთ“.