მერაბ დვალიშვილი, ისრაელ ადესანია, ჟოზე ალდო
Aa
Aa

ადესანიას პროგნოზი - UFC-ის ჩემპიონმა მერაბის წაგებაზე დიდი თანხა დადო

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ისრაელ ადესანიამ მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს ჩხუბზე ფსონი გააკეთა. „უკანასკნელმა სტაილბენდერმა“ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და ბრაზილიელი მებრძოლის გამარჯვება ივარაუდა.

ადესანიამ ალდოს მოგებაზე თითქმის 8 000 აშშ დოლარი დადო. ბუკმეიკერები ბრაზილიელს წარმატებაზე 2.07 კოეფიციენტს აძლევენ და თუ „იზის“ პროგნოზი გამართლდა, იგი 16 516 აშშ დოლარს მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები