მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„თავის მეტსახელს ბოლომდე ამართლებს“ - UFC-ის ოფიციალური საიტის სტატია მერაბზე

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ელის და ამ უქმეებზე ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. ჩხუბამდე რამდენი საათით ადრე, UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველ „მანქანას“ სტატია მიუძღვნა და მის ურთულეს გამოწვევაზე ისაუბრა.

„UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის უმაღლესი წერტილისკენ მიმავალმა მერაბ დვალიშვილმა თავისი მეტსახელი „მანქანა“ ბოლომდე გაამართლა. მნიშვნელობა არ აქვს საუბარი ბრძოლის განსაკუთრებულ ტემპში წარმართვას ეხება, მის მიერ ნაჩვენებ მსოფლიო დონის კარდიოს თუ გამარჯვების მოსაპოვებლად ურთულესი გამოწვევების დაძლევას, დვალიშვილი აჩვენებს, რომ შეჩერებას არ აპირებს.

მაგალითი თუ გინდათ, მარლონ მორაესთან გამართული ბრძოლა გავიხსენოთ. პირველ რაუნდში მერაბი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მტკივნეული დარტყმები მიიღო, თუმცა სატიტულო ბრძოლის ყოფილი მონაწილის წინააღმდეგ დაბრუნება და ვითარების რადიკალურად შეცვლა მოახერხა, რაც მეტოქეზე განხორციელებული უდიდესი წნეხით და თეიქდაუნების შემდეგ შესრულებული დარტყმებით გააკეთა. დვალიშვილის დაბრუნებამ და მისმა გამარჯვებამ T-Mobile-ის არენაზე მყოფი ყველა ადამიანი ფეხზე წამოაყენა.

„როცა არენა დავტოვე, ხალხი მეკითხებოდა, როგორ გადავრჩი და როგორ არ გავტყდი. ეს ყველასთვის რაღაც განსაკუთრებული იყო, მაგრამ ჩემთვის ასე არაა. იმას ვაკეთებდი, რაც მჩვევია. დიახ, გიჟური ბრძოლა იყო, მაგრამ ეს ჩემთვის რიგითი ჩხუბი გახლდათ და მას შემდეგ, პატივს უამრავი ადამიანი მცემს“, - განუცხადა დვალიშვილმა Ufc.com-ს.

პატივისცემა, რომელიც დვალიშვილმა მიიღო, ნამდვილად დამსახურებულია და მორაესთან მოპოვებული გამარჯვება მისთვის ზედიზედ მეშვიდე აღმოჩნდა. ამ მოგებამ მას ჟოზე ალდოსთან ჩხუბის საშუალებაც მისცა. დვალიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა, თითქმის ერთი წელი სათადარიგოთა სკამზე ყოფილიყო, როცა მისი წონითი დივიზიონის სხვა მებრძოლები სისტემატურად ჩხუბობდნენ, მაგრამ როგორც კი კონტრაქტი გააფორმა, მიხვდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„შესაფერის ბრძოლას ველოდებოდი და ეს ნამდვილად ამ კატეგორიაში გადის. როცა UFC-იმ ეს ჩხუბი მომცა, შოკირებული ვიყავი, ჟოზე ალდო ჩემთან ბრძოლას რომ დათანხმდა, რადგან ის ძალიან დიდი სახელის მქონე მებრძოლია, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ მეც ასეთი ვარ“, - ამბობს მერაბი.

დვალიშვილი ალდოს ფანია და ბრაზილიელის მიღწევებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ალდოს მიერ მარლონ ვერასთან, პედრო მუნიოსთან და რობ ფონტთან მოპოვებული გამარჯვებები ამტკიცებს, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილ მეფეს თავისი სიტყვის თქმა კიდევ შეუძლია.

„ეს ჩემთვის უდიდესი ჩხუბია. ალდო შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. UFC-ში თითოეული გამარჯვება ბევრს ნიშნავს, მაგრამ ჟოზე ალდოსნაირი მეტოქის დამარცხება ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ის ლეგენდაა და უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი მოწინააღმდეგეა, თავდაუზოგავად ვიმუშავებ და მიზნის მიღწევას შევეცდები. ჩვენ ვიბრძვით, რათა გავარკვიოთ, საუკეთესო ვინაა და ვფიქრობ, ამ წუთისთვის მასზე უკეთესი ვარ. მაქვს სტილი, რომლითაც მისი დამარცხება შემიძლია და მინდა, ოქტაგონზე ყველაფერი დავტოვო“, - ამბობს მერაბი“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის შეიძლება გუნდში „გაფუჭებული კვერცხი“ იყოს... გაუშვით რონალდუ"
„ის შეიძლება გუნდში „გაფუჭებული კვერცხი“ იყოს... გაუშვით რონალდუ"