კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ვაცკე: რონალდუ? იდეა მიმზიდველია, მაგრამ ეს თემა უნდა დავხუროთ

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერში“ დარჩენის შანსები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.

გასულ 48 საათში ლისაბონის „სპორტინგისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ ვარიანტები გამოირიცხა. ამჯერად კი ბოლოს დასახელებული „დორტმუნდის“ შესაძლებლობაც გამოირიცხა.

დღეს, „ბორუსიას“ აღმასრულებელი დირექტორი კრიშტიანუ რონალდუს მიმართ კლუბის ინტერესის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა.

„მე მიყვარს ეს ფეხბურთელი, რა თქმა უნდა მიმზიდველი იდეაა რონალდუს თამაშის ყურება Signal Iduna Park-ზე, თუმცა, არცერთ მხარესთან კონტაქტი არ შემდგარა. ამიტომაც უკვე სჯობს ეს თემა დავხუროთ“,

- განაცხადა ჰანს-იოახიმ ვაცკემ.

რონალდუ ტენ ჰაგის სათამაშო სტილით იმედგაცრუებულია

CBS Sports-ის ცნობით, პორტუგალიელი უკმაყოფილოა სატრანსფერო ბაზარზე ნაჩვენები ამბიციებით და განხორციელებული ტრანსფერებით. ასევე, მას ჯერ კიდევ არ გაუვლია ადაპტაცია და ვერ ერგება ტენ ჰაგის საფეხბურთო ხედვებს, ტაქტიკას და სტილს.

პორტუგალიელი ხვდება, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი ვერსად წავა და გუნდში დარჩება. მისი მთავარი ამოცანა ამ წელს, მსოფლიო ჩემპიონატამდე სასურველი ფორმის აღდგენა იქნება.

ასევე, რონალდუ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს და არც „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს ამის გაკეთება. კლუბი თავდამსხმელის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არ განიცდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ბაიერნის აკადემიის მენეჯერი პარკაძეზე
„ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ბაიერნის აკადემიის მენეჯერი პარკაძეზე