,,ნიშნები ძალიან პოზიტიურია“ - იტალიის ნაკრების ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ ''ნაპოლის'' ოფიციალურ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
''კვარაცხელიამ ხარისხი აჩვენა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მან გააკეთა, ზელინსკის მისამართით გაკეთებული პასი იყო, მან თანაგუნდელი კართან იდეალურ მომენტში დატოვა. ფეხბურთელს, რომელიც სერია ა-ს არ იცნობს, დრო უნდა მივცეთ, მაგრამ ნიშნები ძალიან პოზიტიურია''.
სერია A-ს საწყისი ტურის შემდეგ, ოფიციალურმა ვებ გვერდმა საუკეთესო საგოლე პასის ავტორები გამოარჩია და 5 მოწინავეს შორის ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, „ნაპოლის“ საშინაო არენაზე, სტადიო „დიეგო არმანდო მარადონაზე“ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 21 აგვისტოსაა დაგეგმილი. იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.