ფილიპო ინძაგი, კრისტიან ვიერი
Aa
Aa

ტრაპატონი მოატყუა და ვიერი შეაცვლევინა - ინძაგის სახალისო ისტორია

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელებმა, ფილიპო ინძაგიმ და კრისტიან ვიერიმ საინტერესო ისტორია გაიხსენეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთ მატჩს უკავშირდება. ინძაგის თქმით, მან „სკუადრა აძურას“ მაშინდელი თავკაცი, ჯოვანი ტრაპატონი მოატყუა და ვიერი მოედნიდან გააყვანინა.

„აზერბაიჯანს ვეთამაშებოდით და სხვადასხვა რეკორდთან ორივენი ახლოს ვიყავით. გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაფორმება გვინდოდა და თან უკან ტოტი გვყავდა. პირველ ტაიმში მეტოქე გუნდის კარი ორივემ ავიღეთ და შესვენებისას ვფიქრობდი, რომ მეორე ნახევარში ტრაპატონი რომელიმე ჩვენგანს შეცვლიდა. მეგონა, ეს მე ვიქნებოდი და გასახდელში ყოფნისას, როცა ტრაპომ გვერდით ჩამიარა, ვუთხარი: „უფროსო, ბობომ მითხრა, რომ პრობლემები აქვს და ტკივილი აწუხებს. სჯობს, არ გარისკოთ და მოედანზე მე დამტოვოთ, რადგან თავს მშვენივრად ვგრძნობ“. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ, ცვლილებების დრო მოვიდა და ტაბლოზე ვიერის ნომერი გამოჩნდა“.

ვიერი დი ვაიომ ჩაანაცვლა და „ბობოს“ ეს მომენტი კარგად ახსოვს: „კუთხურის ალამთან ვიდექი და ინძაგიმ მითხრა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ვერ მივხვდი, ამას რატომ ამბობდა, მაგრამ შემდეგ ჩემი ნომერი დავინახე და mamma mia! მატჩის შემდეგ, ტრაპატონის ვკითხე, ეს რატომ გააკეთა და რატომ შემცვალა, რაზეც ასე მიპასუხა: „პიპომ მითხრა, რომ ტრავმირებული იყავი“.

სხვათა შორის, იტალიამ აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხა და „სკუადრა აძურის“ მხრიდან ბოლო გოლი სწორედ პიპოს ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ბაიერნის აკადემიის მენეჯერი პარკაძეზე
„ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა“ - ბაიერნის აკადემიის მენეჯერი პარკაძეზე