მერაბ დვალიშვილი, ჟოზე ალდო
Aa
Aa

„მის ჭიდაობას გავანეიტრალებ, წაგებაზე არც კი ვფიქრობ“ - ალდო მერაბთან ჩხუბზე

UFC-ის მებრძოლმა, ჟოზე ალდომ მერაბ დვალიშვილთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მოსამზადებელი კემპისას ჭიდაობაში არ უვარჯიშია, მაგრამ იმაზე იმუშავა, რაც „მანქანის“ გასანეიტრალებლად არის საჭირო.

„ჩემი მიზანი ამ ბრძოლის მოგება, ტიტულის დასაკუთრება და კარიერის დასრულებაა. მერაბს რაც შეეხება, ჩხუბისთვის ასე არასდროს მოვმზადებულვარ. ყველაფერი დაგეგმილი მაქვს და დიახ, კარიერის დასრულებამდე ორი ბრძოლა დამრჩა. მოსამზადებელი კემპებისას ყოველთვის იმაზე ვმუშაობ, მეტოქე როგორ გავანეიტრალო. მისი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები შევისწავლე და აქცენტი მათზე გავაკეთე.

ვივარჯიშე თუ არა მოსამზადებელი კემპისას ჭიდაობაში? არა, მაგრამ ზუსტად იმაზე ვიმუშავე, რაც მისი ჭიდაობის გასანეიტრალებლად არის საჭირო. იმის გათვალისწინებით თუ რამდენად თავდაუზოგავად ვივარჯიშე და როგორი მომზადებული ვარ, გამოვრიცხავ, რომ მერაბმა გაიმარჯვოს. სიმართლე გითხრათ, წაგება აზრადაც არ გამივლია და გამარჯვებას ვგეგმავ“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე ალდო UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. ბრაზილიელი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა და საჩემპიონო ქამარი კონორ მაკგრეგორთან წაგებული ბრძოლის შემდეგ დათმო. 2019 წელს, მან წონა შეიცვალა და სუპერ მსუბუქ დივიზიონში გადავიდა, სადაც სადებიუტო ბრძოლა მარლონ მორაესთან წააგო, შემდეგ კი პიოტრ იანთან დამარცხდა. ალდოს ზედიზედ 3 მოგება აქვს. მან მარლონ ვერას, პედრო მუნიოსსა და რობ ფონტს სძლია და სამივე ჩხუბში მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბს რაც შეეხება, „მანქანას“ ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს და ოქტაგონს თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ, უბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნეფთჩის წარმატების მიღწევაში დავეხმარო“ - ვატო არველაძე
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნეფთჩის წარმატების მიღწევაში დავეხმარო“ - ვატო არველაძე