კალათბურთელთა ნაკრები, აკროპოლისის თასი
Aa
Aa

„ასეთი დაცვის თამაში არ შეიძლება“ - ზუროსი თურქეთთან მატჩის შემდეგ

გუშინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აკორპოლისის თასზე პირველი შეხვედრა გამართა და თურქეთის ნაკრებთან 13 ქულის სხვაობით - 101:88 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა განვლილი მატჩი შეაფასა.

ილიას ზუროსი:

ზოგ ეპიზოდებში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დაცვაში პრობლემები გვაქვს. ახლა საკმაოდ ხარისხიან გუნდთან მოგვიწია დაპირისპირება, მაგრამ ასეთი დაცვის თამაში არ შეიძლება. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად იმედი უნდა ვიმუშაოთ, რამდენიც საჭირო იქნება, რათა ევრობასკეტს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ.

რეალისტები უნდა ვიყოთ. ხარისხობრივად თურქეთი უკეთესი გუნდია, მაგრამ როცა თამაში იწყება, ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით და საუკეთესოს გაკეთებას ვცდილობთ. თურქეთთისა და ესპანეთის ნაკრებებთან თამაში ჩვენთვის დიდი ბონუსია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრას დღეს, მასპინძელი საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ადგილობრივი საოცრება“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე
„ადგილობრივი საოცრება“ - FIBA საქართველოს ნაკრებზე