ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„ეს ბიჭი ბრწყინვალეა“ - კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის გუნდზე, „ნაპოლიზე“ ისაუბრა. კასანო Bobo TV-ს ელაპარაკა და ქართველი ფეხბურთელი და „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი შეაქო.

„სპალეტი გენიოსია. მან კულიბალი, მერტენსი, ინსინიე და ოსპინა დაკარგა, ფაბიან რუისს კი ნაპოლის რიგებში თამაში აღარ სურს და მერეტთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვის ნიშანია. მიუხედავად ამისა, სპალეტიმ თავისი გუნდი მაინც კარგად ათამაშა და ვერ ვხვდები, ამას როგორ აკეთებს. მიმდინარე სეზონში ნაპოლი ჩემში ყველაზე დიდ ინტრიგას იწვევს.

კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩასა და ინსინიეს შორის არსებული განსხვავება აშკარაა და იერიშების დროს ქართველი ფეხბურთელი პრაქტიკულად მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. თავური დარტყმა, რომელიც მან ვერონას წინააღმდეგ გაიტანა, აჩვენებს, რომ ეს ბიჭი ბრწყინვალეა“.

შეგახსენებთ, რომ „ვერონას" წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როცა ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების საშუალება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაივიწყეთ ინსინიე, ის ნაპოლის ლიდერებში დააბრუნებს!“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„დაივიწყეთ ინსინიე, ის ნაპოლის ლიდერებში დააბრუნებს!“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე