ბარნლი, შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

ფრე ბარნლისთან - არველაძის ჰალ სიტი კვლავ დაუმარცხებელია

ინგლისის ჩემპიონშიფის მეოთხე ტურში „ჰალ სიტი“ სტუმრად „ბარნლის“ დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ მძიმედ წარიმართა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღნიშნული მატჩი 1:1 დასრულდა და შოთა არველაძის გუნდი კვლავ დაუმარცხებელია.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ქართველი სპეციალისტის გუნდმა საკუთარი ტაქტიკა კონტრ-შეტევებზე ააგო. მიუხედავად დიდი უპირატესობისა, 25-ე წუთზე ახალწვეულმა ოზან ტუფანმა ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

რა თქმა უნდა, „ბარნლი“ მარცხს არ ეგუებოდა და ზეწოლა გააძლიერა. 34-ე წუთზე ჯეი როდრიგესმა გაისროლა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. ბურთს ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ და მომენტებსაც სწორედ ისინი ქმნიდნენ.

შოთა არველაძის გუნდმა „ბარნლის“ წნეხს გაუძლო და დამსახურებული 1 ქულა აიღო. შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტი“ 4 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია და ამ მომენტისთვის, 8 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.

ცნობისთვის, მომავალ ტურში შოთას შეგირდები „ვესტ ბრომვიჩს“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 20 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი ან არაფერი“ - დოკუმენტური სერიალი არსენალზე
„ყველაფერი ან არაფერი“ - დოკუმენტური სერიალი არსენალზე