ძალოსნობა, 17-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, 15-წლამდე ძალოსანთა ნაკრები
Aa
Aa

15 და 17-წლამდე ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატი ფენომენალური შედეგით დაასრულეს!

საქართველოს ძალოსნობის 15-წლამდე და 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 37 მედლით დაასრულა. საგულისხმოა, რომ კონტინენტის პირველობაზე მონაწილე 13 სპორტსმენიდან სხვადასხვა სინჯის მედლის აღება ყველა ძალოსანმა შეძლო.

ვაჟთა გუნდმა ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ისტორიული შედეგი აჩვენა. ვაჟმა ძალოსნებმა საერთო ჯამში 31 სინჯის მედლის აღება შეძლეს. გოგონების გუნდმა კი, რომელსაც თემურ ჯანჯღავა ხელმძღვანელობდა, ასპარეზობა 6 მედლით დაასრულა.

ტურნირის დასკვნით საქართველოს დელეგაციიდან ბოლო გამომსვლელი 17-წლამდელთა შორის მარიამ მურღვლიანი იყო და ჩვენდა სასიხარულოდ, ტურნირი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. მარიამ მურღვლიანმა ევროპის ჩემპიონობასთან ერთად ატაცში ვერცხლის მედალი, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ოქროს მედლები მოიპოვა.

მარიამის გამოსვლამდე დღესვე ევროპის ჩემპიონები ირაკლი ვეკუა და გერვასი თაბაგარი გახდნნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი მედლები პოლონეთიდან - გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონია
მორიგი მედლები პოლონეთიდან - გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონია