„დაივიწყეთ ინსინიე, ის ნაპოლის ლიდერებში დააბრუნებს!“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე
Sky Sport-ის ცნობილი ჟურნალისტი, სანდრო საბატინი Calcioomercato-სთან საუბრისას სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს ეხმაურება და განაცხადა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მასზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.
რას ამბობს საბატინი:
სეზონის დაწყებამდე ნაპოლი რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა: ოსპინა, კულიბალი, ფაბიან რუისი, მერტენსი და რა თქმა უნდა ინსინიე. ამის გამო ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლის ფავორიტებიდან ჩამოწერეს. თქვენი აზრის შეცვლა რთული იქნება, მაგრამ არსებობს მოთამაშე, რომელიც გულშემატკივრებს კლუბის ჩემპიონობას მაინც ჰპირდება. მისი სახელი და გვარი რთული დასაწერია, მაგრამ ასე წარმოითქმება - ხვიჩა კვარაცხელია. რთულია მისი გულშემატკივრების გუნდის მოძიება და შეუძლებელია გაზეთებში სათაურის გაკეთებაც, მაგრამ ის ძლიერია, ძალიან ძლიერი. რაფაელ ლეაოსაც არაფრით ჩამოუვარდება.
მისგან უკვე სანახევროდ გამოჩნდა, თუ როგორი სასწაული ფეხბურთელია. მას შეუძლია დაგავიწყოთ ყოფილი კაპიტანი - ლორენცო ინსინიე. მეც გირჩევთ, რომ დაივიწყოთ ინსინიე და დავიმახსოვროთ კვარაცხელია. ამ ბიჭის გამო „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილის სათავეში უნდა განიხილებოდეს. ჯერჯერობით, გაუგონარი სახელისა და გვარის მქონე ბიჭმა ნეაპოლს თავი უკვე დაამახსოვრა. ყველა თამაშისგან, რომელიც მან კლუბში ჩაატარა, დიდი სიამოვნება მივიღეთ. ბრავო, კვარა!
შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში სერია A-ს სადებიუტო შეხვედრა „ვერონას“ წინააღმდეგ გამართა. ქართველმა ფეხბურთელმა დებიუტი გოლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა.
ცნობისთვის, ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ს მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს.