ლივერპული, დარვინ ნუნიესი, კრისტალ პალასი
Aa
Aa

დახმარებას ითხოვს - ანდერსენს ნუნიესთან ინციდენტის შემდეგ მოკვლით ემუქრებიან

როგორც მოგეხსენებათ, „ლივერპულისა“ და „კრისტალ პალასის“ მატჩის დროს, რომელიც 1:1 დასრულდა, მსაჯმა მოედნიდან დარვინ ნუნიესი გააძევა. მერსისაიდელთა ახალწვეულმა არასპორტული საქციელი იოაჰიმ ანდერსენის წინააღმდეგ ჩაიდინა.

სამწუხაროდ, ამ ფაქტის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დანიელმა მცველმა დაახლოებით 3400 მუქარის შემცველი და სალანძღავი შეტყობინება მიიღო. უმეტესი ნაწილი კი ანდერსენის მკვლელობის მუქარას შეიცავდა.

ურუგვაელი თავდამსხმელის საქციელი არც იურგენ კლოპს მოეწონა, მაგრამ საკუთარი ფეხბურთელი დაიცვა. ამის პარალელურად, გერმანელმა სპეციალისტმა გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ ანდერსენი არ გაეკრიტიკებინათ, რადგან ინციდენტში მისი დანაშაული არ იკვეთება.

„ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ანდერსენმა განაცხადა:

„დაახლოებით 3400-მდე მუქარის შემცველი შეტყობინება მივიღე. ოჯახის ამოწყვეტით და ჩემი მოკვლით მემუქრებიან. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ფეხბურთისგან ძალიან შორს არიან. იმედი მაქვს, პრემიერ ლიგა ამასთან დაკავშირებით გარკვეულ ზომებს მიიღებს.“

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
EUROSPORT კვარაზე: გაცემულ ავანსებს უკვე ამართლებს
EUROSPORT კვარაზე: გაცემულ ავანსებს უკვე ამართლებს