ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, სერჟინიო დესტი
Aa
Aa

ამჯერად დესტი - მანჩესტერი დაცვის გაძლიერებას გეგმავს

მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყო(2-დან 2 მარცხი) სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდა. ავტორიტეტული გამოცემა TalkSport ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს. კანდიდატი კი „ბარსელონას“ ფეხბურთელი სერჟინიო დესტი გახლავთ. აღნიშნული წყარო სატრანსფერო ღირებულებად 17 მილიონ ევროს ასახელებს.

ჯერჯერობით კატალონიური გრანდის პოზიცია უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკელი ფეხბურთელი ღრმა სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელია, სავარაუდოა, რომ არც გუნდი იქნება მისი გაშვების წინააღმდეგ და არც თავად დესტი. თანაც, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ „ბლაუგრანას“ ფინანსური კრიზისი აქვს.

ასევე გეტყვით, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მადრიდში იმყოფებოდა და კაზემიროს გადაბირებას ცდილობდა. AS-ის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ მხოლოდ სუპერ შეთავაზებას მოისმენს და 200 მილიონ ნაკლებად, საკუთარ საყრდენ ნახევარმცველს არ შეელევა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „წითელ ეშმაკებს“ პრემიერ ლიგაში ორი მატჩიდან ორი წაგება აქვთ. მომდევნო შეხვედრას კი ტენ ჰაგის გუნდი „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართავს და არის ალბათობა, რომ ქულათა გრაფაში კვლავ ნული დაფიქსირდეს. აღნიშნული დაპირისპირება 22 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მადრიდშია - მიზანი კაზემიროს გადაბირებაა
მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მადრიდშია - მიზანი კაზემიროს გადაბირებაა