EUROSPORT კვარაზე: გაცემულ ავანსებს უკვე ამართლებს
სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას ხმაურიან დებიუტზე უკვე არაერთმა იტალიურმა თუ ევროპულმა სააგენტომ დაწერა, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული Eurosport-ის იტალიური ვერსიის შესაფებაა.
რას წერს EUROSPORT-ი:
სერია A-ს 2022/23 წლების ახალ სეზონში, „ნაპოლის“ პირველმა თამაშმა უკვე დაგვიტოვა კარგი შთაბეჭდილება. პირველი, ვინც გუნდიდან უნდა გამოვარჩიოთ ხვიჩა კვარაცხელიაა. 21 წლის ქართველს ამ სეზონში მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა და ახლაც აქვს - მან კლუბში ლორენცო ინსინიე უნდა ჩაანაცვლოს. ეს ბუნებრივია მძიმე ტვირთია არამხოლოდ მოედანზე, არამედ კლუბის წარმომადგენლებთანაც. თუმცა, მისი პირველი პერფომანსი ნამდვილად დამაკმაყოფილებელი იყო. ზაფხულის ამხანაგური თამაშებიდან, სერია A-ს სადებიუტო მატჩის ჩათვლით, ვერონასთან გატანილი გოლითა და საგოლე პასით კვარაცხელიამ უკვე როგორღაც შეძლო სცენაზე ასვლა. კომენტატორებს მიში კოშმარული და ეგზოტიკური გვარის წარმოთქმა ტყუილად არ მოუწიათ. მისი მხრიდან თავიდანვე იგრძნობოდა თამაშის ხარისხი, რამაც მატჩის შედეგზე რეალური გავლენა მოახდინა. ამან ზოგი ძალიან გააკვირვა. ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ თქვა, რომ კვარაცხელია გუნდში სწორედ ამის გამო მიიყვანა. როგორც ჩანს ამას ნამდვილად მოელოდა. სპალეტის სურს შეგვახსენოს, რომ ასეთი შესყიდვები შემთხვევით არ ხდება და კვარაცხელიამ გარკვეულ წილად უკვე გაამართლა გაცემული ავანსები.
წარმატებული დრიბლინგი, თამაში მარცხენა ფლანგზე - ინსინიეს მსგავსად - დარტყმები და პასები - ესენი ნამდვილად ის მახასიათებლებია, რომელსაც „ნაპოლი“ ეძებდა, რათა სპალეტის ფეხბურთის ძირითადი იდეა არ დაარღვიოს. ეს არის მახასიათებლები, რომლებიც უკვე სრულად არის დადასტურებული ხვიჩა კვარაცხელიას მიერ. ნაპოლიში მისი ყოფნით თაობათა ცვლის პროცესი ბევრად უმტკივნეულო იქნება, ვიდრე ამას ბევრი ფიქრობდა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე, ნეაპოლში შედგება.
„კვარას“ ყველა ეპიზოდი „ვერონასთან“: