მორიგი მედლები პოლონეთიდან - გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

მორიგი მედლები პოლონეთიდან - გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანეობით ორი ძალოსანი გამოვიდა.

ატაცში გერვასი თაბაგარმა 130/135/139 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა! თაბაგარმა აკვრაში 165/173/181 კილოგრამი დაიმორჩილა, რაც ასევე ოქროს მომტანი გახდა, უმაღლესი სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 320 კილოგრამითაც.

საბა ადამიამ კი ატაცში 123/130 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში თავი 154/159/163 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 293 კილოგრამითაც.

საქართველოს 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს დაასრულებს. ამ დრომდე გამოსული 11 ძალოსნიდან, მიმდინარე ჩემპიონატზე უმედლოდ არცერთი დარჩენილა. საერთო ჯამში ქართველმა ძალოსნებმა 31 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატისთვის კადეტ ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატისთვის კადეტ ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია