ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

,,მან აჩვენა დიდებული მენტალიტეტი'' - ნაპოლის ექს-დირექტორი ხვიჩაზე

ბერგამოს ''ატალანტასა'' და ''ნაპოლის'' ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა კარლო ჯაკომუზიმ, რომელსაც ასევე ''ჩელსის'' სკაუტად უმუშავია, რადიოგადაცემა 1 Football Club-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

''ნაპოლის'' ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა და აქვს დიდებული მენტალური პოტენციალი. ცხადია, ტექნიკური თვისებებიც. სადებიუტო მატჩში წნეხის ქვეშ არ მოქცეულა, უმალ გაიტანა სადებიუტო გოლი. ახლა მან ტექნიკური შესაძლებლობები უნდა გააუმჯობესოს. ''ნაპოლის'' სკაუტებმა ძალიან კარგად იმუშავეს, დაუკავშირდნენ ბიჭს, რომელმაც აჩვენა დიდებული მენტალიტეტი''.

შეგახსენებთ, სერია ა-ს პირველ ტურში ''ჰელას ვერონა'' შინ ''ნაპოლისთან'' 2:5 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი შედგა. 37-ე წუთზე კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა (1:1), 55-ე წუთზე კი მისი საგოლე პასით ზელინსკიმ ''ნაპოლი'' დააწინაურა (2:3). 68-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:4 იყო, კვარაცხელია მაკედონიელმა ელიფ ელმასმა შეცვალა.

სერია ა-ს მეორე ტურში ''ნაპოლი'' ''მონცას'' უმასპინძლებს. ეს მატჩი 21 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Scugnizzo Kvara - ხვიჩა Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში მოექცა
Scugnizzo Kvara - ხვიჩა Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში მოექცა