ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

,,ორივე მხარისთვის სწორი ნაბიჯია“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა, რომელიც მოსკოვის ''ლოკომოტივში'' ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნიდა, სერია ა-ში ქართველი გარემარბის წარმატებული დებიუტის შემდეგ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

''ნაპოლიმ'' ხვიჩა კონკრეტული პოზიციისთვის დაიმატა, მოთამაშე (იგულისხმება ინსინიე) წავიდა და მის შემცვლელად მიიყვანეს. ''ნაპოლიში'' კარგად იცოდნენ მისი შესაძლებლობები. იმედი მაქვს, არ შემცდარან. სპალეტი მას კარგად იცნობს, ორივე მხარისთვის სწორი ნაბიჯია.

რაც შეეხება სადებიუტი მატჩში გოლს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მას კარგი მომავალი უნდა ჰქონდეს''.

სერია ა-ს პირველ ტურში ''ჰელას ვერონა'' შინ ''ნაპოლისთან'' 2:5 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი შედგა. 37-ე წუთზე კვარაცხელიამ ანგარიში გაათანაბრა (1:1), 55-ე წუთზე კი მისი საგოლე პასით ზელინსკიმ ''ნაპოლი'' დააწინაურა (2:3). 68-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:4 იყო, კვარაცხელია მაკედონიელმა ელიფ ელმასმა შეცვალა.

სერია ა-ს მეორე ტურში ''ნაპოლი'' ''მონცას'' უმასპინძლებს. ეს მატჩი 21 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Scugnizzo Kvara - ხვიჩა Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში მოექცა
Scugnizzo Kvara - ხვიჩა Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში მოექცა