პირველი აღიარება - ხვიჩა ვლაჰოვიჩის, დი მარიას, დუმფრისისა და სხვების გვერდით
„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „კვარამ“ „ვერონასთან“ გამართულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და Goal Italia-ს მისი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
Kvaratskhelia e Zielinski ????
— GOAL Italia (@GoalItalia) August 16, 2022
"El Fideo" Di Maria ????
Rebic e Theo Hernandez ????
Dumfries ????
La Top 11 della 1ª giornata di Serie A ???? pic.twitter.com/W95oojubtN
ხვიჩას გარდა, თერთმეტეულში ვლადიმირო ფალკონე (ლეჩე), რაფაელ ტოლოი (ატალანტა), ჯანლუკა მანჩინი (რომა), დენზელ დუმფრისი (ინტერი), ტეო ერნანდესი (მილანი), ბრაიან კრისტანტე (რომა), პიოტრ ზელინსკი (ნაპოლი), ანხელ დი მარია (იუვენტუსი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) და ანტე რებიჩი (მილანი) მოხვდნენ.
სხვათა შორის, ხვიჩა Whoscored-მაც გამოარჩია და პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. სტატისტიკურმა ვებგვერდმა „კვარას“ ასპარეზობა 7.7 ქულით შეაფასა და მის გარდა, „პარტენოპეის“ მხრიდან ირვინგ ლოსანო გამოარჩია.
შეგახსენებთ, რომ „ვერონას" წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როცა ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების საშუალება მისცა.