ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“ - სლუცკიმ ხვიჩას დებიუტზე ისაუბრა

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ თავის ექს-შეგირდზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის ყოფილმა თავკაცმა განაცხადა, რომ ყაზანში იგი ძალიან ენატრებათ და ძაღლი მეტსახელად, „კვარა“, რომელიც „რუბინის“ ბაზაზე ცხოვრობს, მისი სათანადო შემცვლელი არაა.

„მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და ხვიჩას თვალს აქტიურად ვადევნებთ. ძალიან გვენატრება და ძაღლი ადამიანის სათანადო შემცვლელი ნამდვილად არაა (რუბინის ბაზაზე ძაღლი, მეტსახელად „კვარა“ ცხოვრობს.) სიმბოლურია ის, რომ ხვიჩას სადებიუტო მატჩი ზუსტად იმ დღესა და იმ დროს დაიწყო, როცა რუბინის შეხვედრა“.

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ სერია A-ში სადებიუტო მატჩი „ვერონას“ წინააღმდეგ გამართა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როცა ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების საშუალება მისცა.

„ვერონასთან“ მატჩის შემდეგ, მის ასპარეზობას უამრავი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა და მასზე La Gazzetta dello Sport-მა, Football Italia-მ და სხვებმა დაწერეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის სერია A-ში მომდევნო დაპირისპირებას 21 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე „მონცას“ წინააღმდეგ ნეაპოლში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვარსკვლავი დაიბადა, ბობანს მახსენებს“ - იტალიელი ჟურნალისტი „კვარაზე“
„ვარსკვლავი დაიბადა, ბობანს მახსენებს“ - იტალიელი ჟურნალისტი „კვარაზე“