ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

„სწორედ ამის გამო ვიყიდეთ“ - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

იტალიის სერია A-ს ახალ სეზონში პირველი გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.

იტალიელმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტის შესახებაც ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რა თქვა სპალეტიმ ხვიჩაზე:

ველოდით, თუ არა გოლს და პასს? ამისთვის ვიყიდეთ, როცა არ იქნება, პრობლემა იქნება.

კვარამ კარგად იგრძნო თამაში, მაგრამ მას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე დღეს ვნახეთ. მეტოქის მხრიდან უხეში თამაშის გამო მცირე დაზიანებაც მიიღო, მაგრამ ბრძოლებში თავი მაინც კარგად ეჭირა. ოდნავი დაძაბულობა ჰქონდა, მაგრამ ეს პირველი შეხვედრა იყო და ბუნებრივიცაა. უნდა აღინიშნოს, რომ კუნთები ოდნავ დაჭიმული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს სადებიუტო შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. მისმა კლუბმა „ვერონა“ სამბურთიანი სხვაობით, 2:5 დაამარცხა.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

კვარაცხელია ვერონას წინააღმდეგ:

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას“ ეფექტური დებიუტი, 7 გოლი და ნაპოლის პირველი მოგება სერია A-ში
„კვარას“ ეფექტური დებიუტი, 7 გოლი და ნაპოლის პირველი მოგება სერია A-ში