„ვარსკვლავი დაიბადა, ბობანს მახსენებს“ - იტალიელი ჟურნალისტი „კვარაზე“
იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას ხმაურიან დებიუტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება იტალიურ მედიაში. ცნობილი ჟურნალისტი, ტანკრედი პალმერი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ახალი ვარსკვლავი დაიბადა და კვარაცხელია მას ზვომინირ ლეგენდარულ ხორვატ ფეხბურთელს, ზვომინირ ბობანს აგონებს.
რას წერს პალმერი:
ახალი ვარსკვლავი დაიბადა - ნაპოლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ახლახან ვერონას გაუტანა. მაგრამ, მისი თავური ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ის არის ატიპიური მაღალი, გამხდარი 10 ნომერი, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს. არაპრაგმატული შეხებით, ის ყოველთვის პოულობს სივრცეებს, ახორციელებს სპრინტებს და აკეთებს დრიბლინგებს, ელეგანტურობის მასტერია... ბობანს მახსენებს.
A star has born.
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) August 15, 2022
Napoli’s georgian Kvaratskhelia who just scored v Verona.
But his header is the least.
An atypical tall skinny number 10 playing as left winger, never with a trivial touch, always finding spaces, sprinting and dribbling, mastering elegance.
Reminds me Boban
შეგახსენებთ, რომ „ვერონას“ წინააღმდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. 68-ე წუთზე, როდესაც ანგარიში „ნაპოლის“ სასარგებლოდ 4:2 იყო, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა და დასვენების შესაძლებლობა მისცა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი იტალიის სერია A-ში მომდევნო დაპირისპირებას 21 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე „მონცას“ წინააღმდეგ ნეაპოლში გამართავს.
„კვარას“ ყველა მომენტი ვერონასთან: