,,კარგი მოთამაშეა და დრო სჭირდება``- რეგეკამპი ვატო არველაძეზე
''ნეფთჩის'' მთავარმა მწვრთნელმა ლორენტუ რეგეკამპმა გუნდის ქართველი ახალწვეულის, ვატო არველაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუნდს ახლახან შეუერთდა და სადებიუტო მატჩი ''ქიაფაზთან'' ჩაატარა.
''ვატო კარგი მოთამაშეა. დრო გვჭირდება, რომ ჩვენი დახმარება შეძლოს. მხოლოდ ერთი კვირაა, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ის ჯერ ბოლომდე მზად არაა, რომ ის ფეხბურთი ითამაშოს, რაც ჩვენ გვსურს. მის მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ტრავმა არ მიიღოს. მას დრო სჭირდება ადაპტაციისთვის''.
24 წლის ვატო არველაძე ''ნეფთჩის'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მეორე ტურში ''ნეფთჩიმ'' შინ ''ქიაფაზი'' 5:2 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე ''ნეფთჩის'' ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ გახსნა. არველაძე თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო, როცა ''ნეფთჩი'' 4:1-ს იგებდა.
''ქიაფაზის'' სასტარტოში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქანთარიამ, მიხეილ ერგემლიძემ და მათე კვირკვიამ ითამაშეს. ერგემლიძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ქანთარია - 89-ე წუთზე, ხოლო კვირკვიამ შეუცვლელად იასპარეზა.