გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„დამაჯერებელი იყო“ - რას წერს AS მამარდაშვილზე

ლა ლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყო. გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში, „ჟირონას“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. მატჩის ერთადერთი გოლი კარლოს სოლერმა შეაგდო, სტუმრებს კი „მამარდას“ კარის მიმართულებით მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ.

2022-23 წლების სეზონის გახსნითი მატჩის შემდეგ, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა „ვალენსიას“ ფეხბურთელებზე დაწერა და მათი შეფასებები შემოგვთავაზა. AS-ის ყურადღების ცენტრში მამარდაშვილიც მოექცა და აი, რას წერს ესპანური გამოცემა ქართველ მეკარეზე:

„მისი კარისკენ ზუსტად ერთადერთხელ დაარტყეს და მამარდაშვილმა ბურთი მოიგერია. მას აკრობატული ნახტომები და ფოტოსთვის გამოსადეგი მოგერიებები არ ჰქონია, თუმცა ჟირონას შემტევის მიერ შესრულებული დარტყმისას დამაჯერებელი იყო. დანარჩენს რაც შეეხება, იცოდა, ფეხით როგორ ეთამაშა და მოკლე და სარისკო გადაცემებს არ ერიდებოდა“.

ცნობისთვის, ლა ლიგის მომდევნო ტურში „ვალენსიას“ რთული გამოცდა ელის და სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. მატჩი 21 აგვისტოსაა ჩანიშნული და თბილისის დროით, 19:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
17 წლის ფორვარდი ესპანეთში ითამაშებს: „დაინტერესება სერიოზული უნდა იყოს“
17 წლის ფორვარდი ესპანეთში ითამაშებს: „დაინტერესება სერიოზული უნდა იყოს“