ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, კარლოს სოლერი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

ვალენსიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო - მამარდაშვილის მშრალი მატჩი

ლა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში ''ვალენსიამ'' ''მესტალიაზე'' ''ჟირონას'' უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ამ მატჩით ''ვალენსიას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზოს ოფიციალური დებიუტი შედგა. იტალიელი სპეციალისტის დებიუტი წარმატებული გამოვიდა, რაშიც წვლილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმაც შეიტანა, რომელმაც ტრადიციულად ესპანური კლუბის სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

''ვალენსიამ'' ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა, პირველ დამატებულ წუთზე კარლოს სოლერმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ''ღამურები'' დააწინაურა. ეს გოლი ''ვალენსიასთვის'' 3 ქულის მომტანი აღმოჩნდა.

არბიტრმა 52-ე წუთზე ''ვალენსიას'' მცველი ერაი კიომერტი გააძევა და გატუზოს გუნდმა მატჩის დარჩენილი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა.

მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო, შეცდომა არ დაუშვია, ფეხით კარგად თამაშობდა და 2 ''სეივი'' შეასრულა. აღსანიშნავია, რომ გატუზოს გუნდის დაცვის ხაზი საიმედოდ მოქმედებდა და ''ჟირონას'' გოლის გატანის რეალური შანსი თითქმის არ ჰქონია.

გასული სეზონიდან მოყოლებული გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მე-19 მატჩი ჩაატარა. მან კარი მშრალად 9 შეხვედრაში შეინახა. ლა ლიგისა და თასის ჩათვლით 21 წლის ქართველმა მეკარემ ''ღამურების'' რიგებში 22 შეხვედრაში იასპარეზა და კარი მშრალად 10 მატჩში შეინახა.

ლა ლიგის მეორე ტურში ''ვალენსია'' ბილბაოს ''ატლეტიკს'' ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა 21 აგვისტოს ''სან მამესზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფრის მეშინია, ფეხბურთელების შესაძლებლობები კარგად ვიცი“ - სპალეტი ახალ სეზონზე
„არაფრის მეშინია, ფეხბურთელების შესაძლებლობები კარგად ვიცი“ - სპალეტი ახალ სეზონზე