ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატი: ოჩიგავამ ოქროს მედალი მოიპოვა
ძალოსნობაში, პოლონეთში მიმდინარე ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (73 კგ.) ატაცში127/130/132 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. მან უკრაინელებს, ვიტალი დადენკოსა და მაქსიმ დემჩიშინს აჯობა, რომლებმაც შესაბამისად 131 და 126 კილოგრამები ასწიეს.
ლევან ოჩიგავამ აკვრაში 152/157/159 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 291 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია. ლევან ოჩიგავას პირადი მწვრთნელი დავით ხარატაშვილია, გუნდის მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძეა, ფიზიოთერაპევტი კი - რუსლან ღიბრაძე.